პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 5 სექტემბერს 13:00 საათზე ბმულზე: abi.seu.edu.ge და დასრულდება 12 სექტემბრის 18:00 საათზე.
რეგისტრაციის დაწყებამდე სტუდენტს აუცილებელია გადახდილი ჰქონდეს სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში, ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით.
პირველადი შენატანის გადახდის შემდეგ, პირველკურსელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე (სეუ-ში მოუსვლელად) მოხდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება მითითებულ ბმულზე, http://abi.seu.edu.ge/
ელექტრონული რეგისტრაციის დროს პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები:
მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას და ხელშეკრულების გაფორმებას, 9-დან 13 სექტემბრის ჩათვლით სტუდენტის მიერ არჩეულ დროს.
პირველკურსელისთვის, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის თანხლება.
პირველკურსელები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის გავლას, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.
სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს!
გისურვებთ წარმატებებს!