სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ ERASMUS + საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა

09 სექტემბერი, 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ საქართველოს, ბულგარეთის, ლიეტუვას, ბელორუსიის, მოლდოვას, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმთან ერთად ევროკავშირის ERASMUS + პროგრამის გამარჯვებული გახდა.

პროექტი SPRING „სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლებაში ურთიერთდასწრების მექანიზმის და მიზნების შემუშავება“ - მიზნად ისახავს, უნივერსიტეტებში გაძლიერდეს ურთიერთდასწრების ტრადიცია და პრაქტიკა როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ სფეროში. მიზნის მისაღწევად შეიქმნება ურთიერთდასწრების საერთაშორისო საბჭო, მოხდება ურთიერთდასწრების მისიების მივლინება მონაწილე უნივერსიტეტებში; ჩატარდება ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, შეიქმნება სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლების მიმართულებით ურთიერთდასწრების საერთაშორისო ჟურნალი; ურთიერთდასწრების თემაზე ასევე ჩამოყალიბდება საერთაშორისო ანალიტიკური ინსტიტუტი.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 900 000 ევროს აღემატება და მისი განხორციელება დაგეგმილია 3 წლის განმავლობაში.

2019 წელს საქართველოდან ინსტიტუციური თანამშრომლობის ექვსი პროექტი გახდა ERASMUS + საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

Message body empty