არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მემორანდუმი მედიპოლ უნივერსიტეტთან

26 დეკემბერი, 2019

26 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ თურქეთში,  სტამბოლის მედიპოლ უნივერსიტეტთან (Istanbul Medipol University) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სეუ-ს რექტორმა - ბატონმა  გია კავთელიშვილმა და  სტამბოლის მედიპოლ უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა საბაჰათინ აიდინმა.

შეთანხმების მიზანია საერთო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა, საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერესების ფარგლებში სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა, ნოუ-ჰაუს გაზიარება და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიპოლ უნივერსიტეტის მმართველობასა და  წარმომადგენლებთან, სადაც  მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე და გამოთქვეს მზაობა სამედიცინო და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში სეუ-ს წარმომადგენლებმა მედიპოლ უნივერსიტეტის კამპუსი და მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო  საავადმყოფოს კომპლექსი დაათვალიერეს.

მედიპოლის საავადმყოფოთა კომპლექსი სტამბოლში მოიცავს 9 საავადმყოფოს, რომელთა შორის უდიდესია მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფო.

მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფო არის თურქეთის ყველაზე მეტი სამედიცინო დარგის მომცველი კერძო ინვესტიციის კომპლექსი, 246 პოლიკლინიკის კაბინეტითა და სუპერ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი 25 საოპერაციო ბლოკით. საავადმყოფოს ექიმები ევროპასა და ამერიკაში სამედიცინო განათლებამიღებული ინგლისურენოვანი მედიკები არიან, რომლებიც ამავე დროს უნივერსიტეტის პროფესურასაც წარმოადგენენ.