სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

11 თებერვალი, 2020

სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) 2020 წლის 12 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 12:00 სთ-დან 19:00 საათამდე და ხელმოწერით დაადასტურონ თანხმობა კრედიტების აღიარებაზე.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (სტუდენტი ავსებს ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
  • სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები;


ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
Message body empty