დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და Memorial Hospitals Group-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სეუ-ს რექტორმა - ბატონმა გია კავთელიშვილმა და Memorial Hospitals Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უგურ გენჩი-მ მემორანდუმს ხელი მოაწერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მემორანდუმის ფარგლებში სეუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მოკლევადიანი საგანმანთათლებლო პროგრამით ეწვივნენ Memorial Hospitals Group-ის კლინიკებს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.
Memorial Hospitals Group-ის კომპლექსი თურქეთში მოიცავს 11 ჰოსპიტალს, რომელთა შორის უდიდესია Memorial Bahçelievler Hospital, 72,000 კვადრატული მეტრი ფართობის ჰოსპიტალი, რომელიც განლაგებულია სტამბოლში, გათვლილია 340 საწოლზე და აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიით.