არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU გადადის ონლაინ ელექტრონულ სწავლა/სწავლებაზე

01 მარტი, 2020

 მსოფლიოში ახალი COVID-19 კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობისა და სახელმწიფოს მიერ პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ,

• პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე - 26 თებერვალს გადაწყდა საგაზაფხულო სემესტრის 2 მარტის ნაცვლად 9 მარტს დაწყება;
• ახალი COVID-19 კორონა ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის გამო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყება გადაიდო 16 მარტისთვის!

სწავლის ვადების კვლავ გადაწევის შემთხვევაში,

რადგან გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი ღონისძიება მასობრივი თავშეყრის ადგილების მაქსიმალური შეზღუდვაა,
SEU გამოთქვამს მზადყოფნას, უმოკლეს ვადაში (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) დანერგოს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებული და მიღებული ელექტრონული სწავლა/სწავლების მეთოდები,
ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ იქნება სხვა რეკომენდაციები ან ახალი COVID-19 კორონა ვირუსის გამო გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა არ განეიტრალდება.