სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში

23 აპრილი, 2020

პორტუგალიის უნივერსიტეტი სეუსთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს მიღებას სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე

ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Bragança, PIB) პორტუგალიის წამყვანი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი რომელიც 8000 სტუდენტს და 500-მდე მკვლევარს, მეცნიერს და პროფესორს აერთიანებს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 900-მდე საერთაშორისო სტუდენტი სტუმრობს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სეუს სტუდენტებს უკვე რამდენიმე წელია საშუალება აქვთ 1  სემესტრი გაატარონ ბრაგანცაში და იქაური გამოცდილება  მიიღონ.

სეუს სტუდენტებისთვის ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტში სწავლა უფასოა.

2020-2021 შემოდგომის სემესტრისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა 22/05/2020.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, ასევე იმ სტუდენტებთან დასაკავშირებლათ ვინც უკვე ისარგებლა ამ გაცვლითი პროგრამით, მიმართეთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს  [email protected]

Message body empty