არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო

29 აპრილი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს სამეცნიერო ჟურნალში SEU&SCIENCE პროფესორ-მასწავლებელთა სტატიების მიღებას.

ჟურნალი გამოიცემა ბიანუალური კრებულის სახით. იგი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • სამართალი
  • ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა

სამეცნიერო ჟურნალი რეფერირებადი და ინდექსირებადია მსოფლიო საძიებო სისტემაში Web of Science.
გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review). რეცენზირება ხორციელდება, სტატიის პირველადი შემოწმების (desk review) შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევით (blind review).
უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა.
საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს.
ნაშრომის შესრულების წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 12 ივნისი

ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე: science@seu.edu.ge