სეუ აცხადებს მოწვეული ლექტორის კონკურსს
17 ივლისი, 2020
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს მოწვეული ლექტორის ვაკანსიას შემდეგი სასწავლო კურსების განსახორციელებლად:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით:
- შესავალი კომპიუტერულ ქსელებში
- პროგრამული უზრუნველყოფის (software) დიზაინი
- ინტერნეტ მარკეტინგი
- ელექტრონული კომერცია
- დისტანციურად მუშაობის მიდგომები და პარადიგმები
- მონაცემთა ანალიტიკა
- Agile დეველოპმენტი
- ვებ დეველოპმენტი
- ეკონომეტრიკა
- კომპიუტერის უსაფრთხოება
- სისტემური ინჟინერია
- განაწილებული სისტემები
სამუშაო პირობები
დატვითვა - საათობრივი (3 საათი კვირაში ერთი სასწავლო კურსის ერთ ჯგუფზე)
ანაზღაურება - საათობრივი. ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- CV
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი
- დარგში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი და/ან ხედვა.
დამატებითი კრიტერიუმები:
- საგანამათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2020 წლის 27 ივლისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: შესაბამისი სასწავლო კურსის ლექტორი.
გისურვებთ წარმატებას!