სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

25 აგვისტო, 2020

სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) 2020 წლის 1 სექტემბრიდან  8 სექტემბრის ჩათვლით (კვირა დღის გარდა), 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე  და ხელმოწერით დაადასტურონ თანხმობა კრედიტების აღიარებაზე. ადგილზე რეგისტრაციისთვის მოსვლის თარიღს (რიცხვი და საათი) ინდივიდუალურად მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) სახით.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
  • (ატესტატის) ასლი;
  • სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
  • სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;

უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელი პირობაა, სტუდენტი გამოცხადდეს მითითებულ დროს, თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.

Message body empty