SEU-ს საზაფხულო სკოლა
13 ივლისი, 2017
- კიბერდანაშაული, კიბერუსაფრთხოება - კანონმდებლობა , პრაქტიკა , საერთაშორისო გამოცდილება.
- 27-30 ივლისი 2017 წ.
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება საზაფხულო სკოლა კიბერდანაშაულსა და კიბერუსაფრთხოების სამართალში.
- საზაფხულო სკოლა ჩატარდება გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში".
- კიბერდანაშაული და მასთან ბრძოლა თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. კიბერუსაფრთხოების საკითხები აქტუალურია, როგორც ქვეყნის თავდაცვის ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი ინტერესების ფარგლებში.
- საზაფხულო სკოლის ფარგლებში ტრენინგებს წარუძღვებიან საერთაშორისო სამართლის , სისხლის სამართლისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტ-სპეციალისტები და პრაქტიკოსები.
- კურსის მოსმენის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
- საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს. პრიორიტეტი მიენიჭება სამართლის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
- საზაფხულო სკოლა SEU-ს სტუდენტებისთვის არის უფასო და მონაწილეთა შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
- პროგრამის ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსფერი - თბილისი-გრიგოლეთი-თბილისი
✔ განთავსება სასტუმროში
✔ 3- ჯერადი კვება
✔ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ინტერაქციული მეცადინეობები
✔ კულტურული პროგრამა
- რეგისტრაციის ბმული: http://bit.ly/2tK2TcI
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 17 ივლისის ჩათვლით;
- პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სასტუმრო "ანდამატი", საინფორმაციო სააგენტო " MediaMall.ge"