სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პირველკურსელთა რეგისტრაცია

31 აგვისტო, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს 2020-2021 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე პირველკურსელმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია abi.seu.edu.ge (სეუ-ში მოსვლის გარეშე), რომელიც დაიწყება 7 სექტემბერის 12:00 საათიდან და დასრულდება 12 სექტემბერს 18:00 საათზე.

ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:

  • 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი
  • ყველა სხვა დანარჩენი სტუდენტისთვის მინიმუმ - 299 ლარი
  • ხოლო მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის - 499 ლარი

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით.

მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას 10 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით (კვირა დღის გარდა), წინასწარ განსაზღვრულ დროს (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; მეტრო - 300 არაგველი) და ხელშეკრულების გაფორმებას.

სეუ-ში მოსვლის დროს პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის დედანი) ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტო 3x4 (CD);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის);
  • ოქროს/ვერცხლის მედალოსნობის შემთხვევაში მედლის ფლობის დამადასტურებელი ცნობა;
  • საინგილოში მცხოვრებმა სტუდენტებმა პასპორტის და ატესტატის ქართულად ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • დევნილის სტატუსის არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობა (ასლი);
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, სტუდენტის დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა;
  • ადგილზე რეგისტრაციის თარიღს (რიცხვი და საათი) მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) სახით.

უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელი პირობაა, სტუდენტი გამოცხადდეს მითითებულ დროს, თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.

პირველკურსელები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის გავლას, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

სწავლა დაიწყება 28 სექტემბერს!

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty