სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ინფორმაცია სოციალურ შეღავათზე

14 სექტემბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესი (2020 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილება №536).

სოციალური დახმარებით სეუ-ში ისარგებლებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000 ქულაზე და აქვთ აქტიური სტატუსი.

პროგრამა გულისხმობს:

  • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურებას;
  • 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანების დაფარვას.

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის მაქსიმალურ ღირებულებას - 1125 ლარს, სახელმწიფოს მიერ გაცემული სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად.

  • ზემოთ აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებმა, სტუდენტის სტატუსის აღდგენის მიზნით უნდა მიმართოთ სეუ-ს ადმინისტრაციას განცხადებით.
  • სტუდენთა დავალიანების შესახებ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს მიაწვდის სეუ, სტუდენტებმა მხოლოდ უნდა გაიაქტიურონ სტატუსი სეუ-ში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ სეუ-ს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 90 00 00

#536 - მთავრობის დადგენილება -სოციალურ  დახმარებაზე 

Message body empty