საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-13 ეტაპს!
14 სექტემბერი, 2020
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მაგისტრატურის სტუდენტებს;
- კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და არ არის გასული 2 (ორი) წელი;
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა:
მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 და მეტი);
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის განაცხადზე ხელმოწერა.
თანხმობის შესახებ განაცხადი:
- პროგრამაში მონაწილეობის მსურველები მიმდინარე წლის 28 სექტემბრის ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურში და ხელი მოაწეროთ თანხმობის განაცხადს.
- სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვინც ერთხელ უკვე ისარგებლა ამ პროგრამით.
კითხვების შემთხვევაში დარეკეთ:
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2197755
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური (+995 32) 2 90 00 00 (27)