სამართლის საზაფხულო სკოლა 2017 - კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოება
02 აგვისტო, 2017
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში" საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომლის მიმართულებაა კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოება.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ტრენინგებს უძღვებიან საერთაშორისო სამართლის სისხლის სამართლისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტ-სპეციალისტები და პრაქტიკოსები.
სკოლაში მონაწილე თავისი 18 საუკეთესო სტუდენტი უნივერსიტეტი სეუ-მ მთლიანად დააფინანსა.
პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სასტუმრო "ანდამატი" და საინფორმაციო სააგენტო MediaMall.ge