მაგისტრობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2020 წლის საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება
მაგისტრობის კანდიდატები, რომლებმაც მოიპოვეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, უნივერსიტეტში ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ 25, 26 და 28 სექტემბერს, 11:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით.
კანდიდატებმა, რომლებმაც მოიპოვეს ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა დააფიქსირონ მათთვის სასურველი სამაგისტრო პროგრამა.
უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელი პირობაა, მაგისტრობის კანდიდატმა თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია) და ისე გამოცხადდეს ხელშეკრულების გასაფორმებლად.