არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების განრიგი

26 სექტემბერი, 2020

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

გამოცდა უცხო ენაში - 28 სექტემბერი (ყველა მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი).

გამოცდები სპეციალობაში - 30 სექტემბერი

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურვილის აქვს უცხო ენის გამოცდასთან ერთად დაწეროს სპეციალობის გამოცდა, უცხო ენის გამოცდის დასრულების შემდეგ, მას შესაძლებლობა ექნება დაწეროს გამოცდა სპეცილობაში.

უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელი პირობაა, თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია) და ისე გამოცხადდეს აუდიტორიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვება.

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება 1 ოქტომბერს 18:00 საათზე;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს უცხო ენასა და სპეციალობაში მისაღების გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს და გააფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.