სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს სამეცნიერო ჟურნალში SEU&SCIENCE სტატიების მიღებას.

02 ოქტომბერი, 2020

ჟურნალი გამოიცემა ბიანუალური კრებულის სახით. იგი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით: 

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • სამართალი
  • ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა

სამეცნიერო ჟურნალი რეფერირებადი და ინდექსირებადია მსოფლიო საძიებო სისტემაში Web of Science. 
გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review).
უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს. 
სტატიები მიიღება ქართულ და ინგლისურ ენაზე. 
ნაშრომის შესრულების წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1533/
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 12 ნოემბერი
ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე:  [email protected]

Message body empty