სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს - ICDC ის შორის მემორანდუმი გაფორმდა

14 ოქტომბერი, 2020

14 ოქტომბერს, SEU-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს - ICDC –ის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი გაფორმდა პროექტის „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ფარგლებში. 

მემორანდუმს ხელი მოაწერა ანა ფირცხალაშვილმა - SEU-ს ვიცე რექტორმა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით 

პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის” - ICDC მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI)მხარდაჭერით და დაფინანსებით. პროექტის მიზანს ახალგაზრდების  სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, ასევე სხვადასხვა სექტორების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარების განვითარება. 

შერჩეული სტუდენტები და კურსდამთავრებულები 3 თვიან ანაზღაურებად  სტაჟირებას გაივლიან  ქვეყნის წამყვან ბიზნეს კომპანიებსა და საწარმოებში, საქართველოს 5 რეგიონში: თბილისი, შიდა ქართლი, აჭარა, იმერეთი და სამეგრელო.  

დეტალური ინფორმაცია პროექტის თაობაზე განთავსებულია ICDC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.icdc.ge

Message body empty