სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირება SEU-ს კურსდამთავრებულებისათვის საგამოცდო ცენტრში

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას SEU-ს კურსდამთავრებულებისათვის  საგამოცდო ცენტრში სტაჟიორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან შესაბამის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: არასრული  სამუშაო გრაფიკი

პოზიცია განკუთვნილია : საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს-ს  კურსდამთავრებულთათვის

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა:  2

ანაზღაურება: 300 ლარი

სამუშაოს აღწერა

  • შუალედური და დასკვნითი გამოცდების მომზადება;
  • საგამოცდო საკითხების ასახვისა და გადარჩევის მონიტორინგი;
  • ასახული საგამოცდო საკითხების ტექნიკური გადამოწმება;
  • დამკვირვებელთა გადანაწილება აუდიტორიებში;
  • გასასწორებელი ნაშრომების ყოველდღიური მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, E-mail, internet )
  • გამართული მეტყველება

უნარ-ჩვევები

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • თავაზიანობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • ინფორმაციის შეგროვება
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე / CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20/10/2020

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც.