პირველკურსელთა საყურადღებოდ
03 სექტემბერი, 2017
- პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია პორტალზე www.seu.ini.ge დაიწყება ხვალ, 4 სექტემბერს, 16:00 საათზე და დასრულდება 10 სექტემბრის 18:00 საათზე.
- რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებელია გადახდილი ჰქონდეს სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:
✔ ვისაც არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი და არ არის ოქროს - ვერცხლის
მედალოსანი - 740 ლარი.
✔ 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი.
✔ 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 175 ლარი.
✔ 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 225 ლარი.
✔ ოქროს და ვერცხლის მედალოსანი (ვისაც პირველ ან მეორე ნომრად აქვს არჩეული სეუ) - 450 ლარი.
- სწავლის საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ ისარგებლოთ რამდენიმე გზით: http://bit.ly/2x2Q9Co
- რეგისტრაციის ველი გააქტიურდება www.seu.ini.ge-ზე ხვალ, 4 სექტემბერს, 16:00 საათზე.