სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს აკადემიური პერსონალისთვის

09 ნოემბერი, 2020

ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტსა (IPB, Portugal) და სეუს შორის არსებული ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება მოწვეული პროფესორების კონკურსი სეუს მენეჯმენტის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის. კონკურსში გამარჯვებული პროფესორები წაიკითხავენ სალექციო კურსს ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

სალექციო პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17.02.2021 -დან 17.07.2021-მდე ან 2021/2022 წლის პირველი სემესტრი 06.09.2021-დან 06.02.2022-მდე 1 სალექციო კურსი უნდა შეადგენდეს 6 კრედიტს, მინ. 4 საკონტაქტო საათს კვირაში.

მოწვეულ პროფესორებს ასევე საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ IPB- ს პედაგოგიური ინოვაციების პროექტში DEMOLA IPB უზრუნველჰყოფს ორმხრივ მგზავრობას და საცხოვრებელს კამპუსში.

სააპლიკაციო მოთხოვნებია:

  • კანდიდატი უნდა იყოს SEU-ს აკადემიური პერსონალი
  • ჰქონდეს დოქტორის ხარისხი
  • წარადგინოს სასწავლო პროგრამის სილაბუსი
  • სამოტივაციო წერილი
  • რეზიუმე (CV)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:
http://www.ipb.pt/go/x098
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 10.12.2020
შეკითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს 
[email protected]

Message body empty