English
EN GE

08 სექტემბერი 2017

სამაგისტრო გამოცდების პირველი ნაკადის შედეგები

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს შიდა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შედეგები 2017 წლის 4-6 სექტემბრის გამოცდებში მონაწილე მაგისტრანტობის კანდიდატისთვის:

  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები

      ✔ განათლების ადმინისტრირება
      ✔ სოციალური ფსიქოლოგია
      ✔ სამართალი
      ✔ ადამიანური რესურსების მართვა
      ✔ საბანკო საქმე

  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 2017 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. სააპელაციო განაცხადების განხილვა გაიმართება 13 სექტემბერს.

  • მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდები სპეციალობასა და უცხო ენაში, სწავლის საფასურის პირველადი შესატანის შემდეგ უფლება აქვთ გააფორმონ სასწავლო ხელშეკრულება უნივერსიტეტთან 2017 წლის 11-15 სექტემბრის პერიოდში და ჩაირიცხონ შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე.

  • სწავლის საფასურის პირველადი შესატანი:

     ✔ განათლების ადმინისტრირება - 225 ლარი;
     ✔ სოციალური ფსიქოლოგია - 225 ლარი;
     ✔ სამართალი - 277 ლარი;
     ✔ ადამიანური რესურსების მართვა - 249 ლარი;
     ✔ საბანკო საქმე - 225 ლარი.

  • მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდები სპეციალობასა და უცხო ენაში, მაგრამ არ გააფორმებენ ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან 15 სექტემბრის
    ჩათვლით, მონაწილეობას მიიღებენ შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ კონკურსში იმ აპლიკანტებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამაგისტრო გამოცდების მეორე ნაკადში 2017 წლის 2-4 ოქტომბერს.

  • მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც პირველ ნაკადში შემოიტანეს საბუთები, მაგრამ არ გამოცხადებულან გამოცდაზე/გამოცდებზე ან არ მიუღიათ გამსვლელი ქულა, უფლებამოსილი არიან განმეორებით მიიღონ მონაწილეობა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდებში 2017 წლის 2-4 ოქტომბერს.

  • საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების მეორე ნაკადისთვის საბუთების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

  • სამაგისტრო გამოცდის მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა