სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ ვებინარი თემაზე: “კიბერ-რისკი გლობალური პანდემიის ფონზე”

13 ნოემბერი, 2020

12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ თანამედროვე ბიზნესის სიმპოზიუმის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა ონლაინ ვებინარს თემაზე: „კიბერ-რისკი გლობალური პანდემიის ფონზე“.

ვებინარზე მოწვეულმა სპიკერმა  მსმენელს გააცნო კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ტრენდები და გამოწვევები გლობალური პანდემიის ფონზე.  ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სახის რისკის, მათ შორის ფიშინგისა და მავნე პროგრამების გავრცელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და რისკის მართვის გარემოზე.  ტრეინინგის ფარგლებში, დამატებით განიხილა კონტროლის მექანიზმების მნიშვნელობა კიბერ-რისკის შესამცირებლად.

ვებინარის სპიკერი იყო  დავით პაპუაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.