13 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ თანამედროვე ბიზნესის სიმპოზიუმის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა ონლაინ ვებინარს თემაზე: „პანდემიური“ მარკეტინგული კომუნიკაციები.
ვებინარზე სპიკერმა განიხილა COVID-19-ის გავლენა ზოგადად, ბიზნეს სამყაროზე, განსაკუთრებით, ბიზნესის ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე, როგორიც მარკეტინგული კომუნიკაციებია.
ონლაინ ვებინარს წარუძღვა ნატუკა ნოღაიდელი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი; ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, “Ashley Homestory”-სა და “Cargon”-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.