სეუ-ს და პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
20 სექტემბერი, 2017
- საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს და პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
- სეუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო მიმართულების სტუდენტებს, 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საშუალება აქვთ ერთი სემესტრით, ან ერთი აკადემიური წლით ისწავლონ პორტუგალიაში, სანტა აპოლონიას მხარეში მდებარე ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
- ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (IPB) გახლავთ პორტუგალიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი 7000 სტუდენტითა და 500 ლექტორით. IPB წარმატებულია საერთაშორისო პროგრამებით და ყოველწლიურად მობილობით 900-ზე მეტ სტუდენტსა და 300-მდე ლექტორს იღებს. დღეისათვის IPB წარმოადგენს მულტიკულტურულ ინსტიტუტს, სადაც სტუდენტების 20% საერთაშორისო სტუდენტია.
- მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეების მიმართ:
✔ მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 71 ქულა);
✔ ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და ........ სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით).
- გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტებს რომლებიც მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ინგლისურენოვანი ლიტერატურით.
- სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/2wDIztD
- დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
577 02 77 07;
[email protected];