სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტური, სამეცნიერო, ონლაინ კონფერენცია : „ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში"

07 დეკემბერი, 2020

5 დეკემბერს - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი შეუერთდება „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ გლობალურ კამპანიას და ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა სტუდენტურ, სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციას: „ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში" - ღონისძიების მონაწილეები შერჩეულ იქნენ ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:

  • სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერიტეტი სეუს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი;
  • გოგა ხატიაშვილი – SEU-ს მოწვეული ლექტორი, ექსპერტი, ეროვნული კონსულტანტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე;
  • თამარ ავალიანი – სამართლის დოქტორი, SEU-ს მოწვეული ლექტორი.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ ღონისძიებებზე ესაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნინო ცაციაშვილი.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული უნივერიტეტი სეუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა - თეა ჯუღელმა

Message body empty