გერმანიის ვურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი შესაძლებლობას გაძლევთ გაიღრმავოთ ცოდნა ევროპის სამართალში და გთავაზობთ ზაფხულის სკოლაში მონაწილეობას პროფესორ ეკჰარდ პახეს ხელძღვანელობით. ვორქშოპების ციკლი, რომელიც ზუმის პლატფორმით ჩატარდება საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად დაესწროთ ლექციებსა და სემინარებს ევროპული სამართლის შესახებ, და გაიღრმავოთ ცოდნა ევროპული სამართლის მიმართულებით ისეთ დარგებში როგორიცაა: ევროპული საკონსტიტუციო სამართალი, ევროპის სასამართლო სისტემა, ძირითადი უფლებების დაცვა ევროკავშირში, ევროპის ერთიანი ბაზარი, ევროპული კონკურენციის კანონი და სხვა.
სრულად ზაფხულის სკოლის შესახებ იხილეთ ბმულზე
ყველა მონაწილეს გადაეცემა 2 კრედიტი (ECTS).
ზაფხულის სკოლა ჩატარდება 20-24 სექტემბერს ზუმის პლატფორმით ინგლისურ ენაზე
ზაფხულის სკოლის საფასური შეადგენს 142.70 ევროს (SEU-ს სტუდენტები გათავისუფლებული არიან ამ საფასურის გადახდისაგან)
პირველი 50 აპლიკანტი მიიღებს 200 ევრო სტიპენდიას ჩარიცხვისა და ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის შემდეგ.
აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
გთხოვთ შემდეგი საბუთები 31 იანვრამდე ელექტრონულ ფორმატში გააგზავნოთ შემდეგ ელ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენი გვარი
სააპლკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე
სააპლიკაციო პროცესში დასახმარებლად მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]
გისურვებთ წარმატებებს!