სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Ole, Ole - SEU-ში ესპანური ენის კურსები იწყება!

24 დეკემბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „Iberia“, რომელიც 2008 წელს მადრიდში
დაარსდა და დღეისათვის ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და სასწავლო ცენტრებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ცენტრი „Iberia“ სეუ-ს სტუდენტებს ესპანური ენის შესწავლასთან ერთად გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია უფასო მოგზაურობა ესპანეთში, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სტაჟირებებისა და პრაქტიკების გავლა ესპანეთში, სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა, საერთაშორისო სერტიფიკატის აღება და ა.შ.

ესპანური ენის პროგრამის ხანგრძლივობა:

  • მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ;
  • მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1 საათი და 15 წუთი;
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე / 4 თვე (დონის შესაბამისად);
  • თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა: 10-15 მსმენელი.

სწავლის საფასური:

  • სეუ-ს სტუდენტებისთვის - თვეში 60 ლარი;
  • სხვა (გარე) პირისთვის - თვეში 125 ლარი.

განსაკუთრებული საჩუქარი SEU-ს სტუდენტს: კურსის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომელიც 1 კვირით გაემგზავრება ესპანეთში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს (დახვედრა, დაბინავება, კვება და ა.შ.) სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „Iberia“. სტუდენტი იხდის ხოლოდ მგზავრობის ხარჯს.

რეგისტრაცია:

პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2021 წლის 20 იანვრამდე.

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სეუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty