არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა აშშ-ში UGRAD

12 იანვარი, 2021

აშშ საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს (Global UGRAD Program) ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაცვლით პროგრამებზე აშშ უნივერსიტეტებში. UGRAD– ის სპონსორია აშშ – ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიურო (ECA) პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დარგის საბაკალავრო დონის სტუდენტს.

UGRAD სტიპენდია ფარავს საერთაშორისო მგზავრობას, სწავლას, საცხოვრებელს, სამედიცინო დაზღვევას, ყოველთვიურ სტიპენდიას და წიგნების ხარჯს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 თებერვალი, 09:00 საათი თბილისის დრო.

აპლიკაციის ფორმა:  https://webportalapp.com/sp/login/n9bqhdalu1

მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://go.usa.gov/xA9t7

ან მიმართეთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს iro@seu.edu.ge