სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

წარჩინებული სტუდენტის დაჯილდოება

30 დეკემბერი, 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა ლია გიგაურმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან წარჩინებულ სტუდენტებს დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიანტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

2020 წლის სტიპენდიანტი გახდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტი, გურანდა მაჭარაშვილი (ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან). დამატებით, სტიპენდიასთან ერთად, წარჩინებულ სტუდენტს SEU-ს რექტორმა ბატონმა გია კავთელიშვილმა საჩუქრად გადასცა 2020 წლის Notebook Lenovo V15 (15,6Inch) და SEU გრანტი - 2960 ლარის ოდენობით.

გურანდას SEU-ს რექტორმა ბატონმა გია კავთელიშვილმა და ვიცე-რექტორმა ბატონმა გოდერძი ბუჩაშვილმა SEU-ს ახალ კამპუსში უმასპინძლეს.

Message body empty