სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სეუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

22 იანვარი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ შვეიცარიის, უკრაინისა და ალბანეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ჩართულია საერთაშორისო პროექტში MOVETIA, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო კურსის „ადამიანის უფლებები, სოციალური გამოწვევები და სოცილური მუშაობა“ შემუშავებასა და დანერგვას.

პროექტის ფარგლებში, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტები და პროფესორები 4 ქვეყნიდან (შვეიცარია, საქართველო, უკრაინა და ალბანეთი) მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო კურსში „ადამიანის უფლებები, სოციალური გამოწვევები და სოცილური მუშაობა“ და საზაფხულო სკოლაში. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა სამაგისტრო საფეხურის 15  სტუდენტი შემდეგი მიმართულებით:

  • ფსიქოლოგია;
  • განათლების ადმინისტრირება;
  • სამართალი;
  • ადამიანური რესურსების მართვა.

კურსს გაუძღვებიან შვეიცარიელი, ქართველი, უკრაინელი და ალბანელი პროფესორები და პრაქტიკოსები. ხოლო, კურსის ბოლოს  საუკეთესო შეფასების მქონე 6 სტუდენტი 2 კვირით გაემგზავრება შვეიცარიაში, სენტ-გალენის უნივერსიტეტში დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში. ყველა ღონისძიება ფინანსურად მხარდაჭერილია პროექტი MOVETIA ფარგლებში, „შვეიცარიის განათლების სისტემის მობილობის ეროვნული ფონდისა“ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.

  • კურსის დასახელება : „ადამიანის უფლებები, სოციალური გამოწვევები და სოციალური მუშაობა“
  • სწავლების ენა: ინგლისური და ქართული
  • მისანიჭებელი კრედიტების რაოდენობა: 4
  • პერიოდი: 08.03.2021 – 03.07.2021.
  • საზაფხულო სკოლა შვეიცარიაში: 2021

სასწავლო კურსის მონაწილეთა შესარჩევად ტარდება კონკურსი. 2021 წლის  19 თებერვლამდე მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ თავინთი რეზიუმე (ინგლისური ენის ცოდნის დონის მითითებით) ელ. ფოსტაზე: [email protected]

შერჩეულ სტუდენტებთან ჩატარდება გასაუბრება.

Message body empty