20 იანვარს, სეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ინიციატივით გაიმართა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრა, რომელსაც ბრიტანეთის, იტალიის, პორტუგალიის და პოლონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოხდა გასული წლის გამოწვევების და მიღწევების შეჯამება, დაიგეგმა ერთობლივი პროექტები - მათ შორის სტუდენტების გაცვლის, ერთობლივი საზაფხულო სკოლების და საგრანტო პროექტებზე თანამშრომლობის მიმართულებით.