სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კვირეული სტუდენტური ონლაინ კონფერენციით გაიხსნა

22 იანვარი, 2021

22 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლობით სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებმა სოფიო ჯიაძემ და სალომე ბახსოლიანმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ვიცე-რექტორმა ანა ფირცხალაშვილმა გახსნეს.

ონლაინ კონფერენციაზე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტმა აქტუალურ საკითხებზე  თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს. მოხსნებები ეხებოდა - დისტანციური სწავლების დროს სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვას, COVID-19-ის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემების დაცვა, პანდემიის გავლენა მონაცემთა უსაფრთხოებაზე და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.

კონფერენცია 2020 წლის 11 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე გამოცხადებული ესეების კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო. კონკურსში 59-მა დაინტერესებულმა სტუდენტმა წარმოადგინა ესე, რომელთაგან ორმხრივი კომისიის მიერ დღევანდელი კონფერენციისთვის 12 საუკეთესო იქნა შერჩეული. კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა მოხსენება სეუს მიერ ბეჭდური სახით გამოიცემა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 28 იანვარს, გამოვლინდება 3 საუკეთესო ესეს ავტორი, რომლებიც 2-თვიან სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაივლიან.

 

Message body empty