სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობა SEU-ში

25 იანვარი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრის მობილობის ვადები: სეუ-ში მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

მობილობის მსურველმა პირმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, მობილობის საფასური (40 ლარი) უნდა გადაიხადოს საქართველოს ბანკში.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე: https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადებს გაცნობებთ დამატებით.

SEU-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ჩარიცხვამდე:
• განცხადება რექტორის სახელზე;
• პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;
• ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით;
• სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ:
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი;
• ფოტოსურათი 3X4 (CD);
• წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
• სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.

Message body empty