სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

განათლების ადმინისტრირება

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 08 აპრილი, 2019
ბოლო ვადა 15 მაისი, 2019

საბუთების შემოტანის ვადა: 08/05/2019-15/05/2019 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განათლების ადმინისტრირების  სამაგისტრო პროგრამაზე.


საკონკურსო ვაკანსიები

ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.


საკონკურსო კრიტერიუმები: 

1.  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

1.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

4) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

ან

1.2. პროფესიული ნიშნით:

1) დარგის ადეკვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს ერთ¬ერთი შემდეგი ნიშნით:

ა) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია განათლების ადმინისტრირების სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან.

ბ) სამეცნიერო კვლევითი (არანაკლებ 5 პუბლიკაციისა შესაბამის დარგში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით.

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).
 

2ასისტენტ¬პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

ან

2.2. პროფესიული ნიშნით:

1) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია განათლების ადმინისტრირების სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების  სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).
 

დამატებითი კრიტერიუმები:

1.უცხო ენის ცოდნა და ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები.

2.დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

3.სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.

4.პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:             

1.განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება).

2.ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა.

3.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4.საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ.

5.დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

6.კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით).

7.საგანმანათლებლო პროგრამის კონცეფცია. (პროფესორის თანამდებობისთვის).


კონკურსის ეტაპები:

1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)

2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).


კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

3. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით.

ბ) მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

დ) ანაზღაურება დამოკიდებულია კონკურსანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.


კონკურსის ვადები:

1.კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის   აპრილიდან.
2.აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 8 მაისიდან   2019 წლის 15 მაისის ჩათვლით.
3.კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2019 წლის 16-17 მაისს.
4.კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2019 წლის 21-29 მაისს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
5.კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2019 წლის 30 მაისს.
6.სააპელაციო განაცხადები მიიღება 2019 წლის 31 მაისის  ჩათვლით.
7.სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2019 წლის 3 ივნისს.
8.კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 4 ივნისს.
 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: [email protected]    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

კონკურსანტის ანკეტა

სილაბუსის ჩარჩო ფორმა

აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი

Message body empty