დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
04 ივნისი, 2019
ბოლო ვადა
04 ივლისი, 2019
სს „თიბისი დაზღვევა“ სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.
თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.
- შრომის ანაზღაურება: საკომისიო
- სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:
- გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
- იმუშავებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
- არსებული მომხარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
- სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
- მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სხარტი აზროვნების უნარი;
- სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2019 წლის 1 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: „სადაზღვევო აგენტი/თბილისი“.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.