სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ნიკორა - ადმინისტრაციული ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 05 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 04 ივლისი, 2019

კომპანიანიკორა 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge


სს „ნიკორა“-ს
აცხადებს ვაკანსიას  ადმინისტრაციული ასისტენტის  პოზიციაზ


ფუნქცია - მოვალეობები:

  • კორესპონდენციისა  და დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
  • უცხოელ პარტნიორებთან როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი კომუნიკაცია;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და მოთხოვნის შესაბამისად გადამისამართება;
  • დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;
  • ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული  ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

 პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის  12 ივნისი.

Message body empty