არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ფოსტა - სერვის ადმინისტრატორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 14 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 14 ივლისი, 2019

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას  სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი;

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00–17:30; შაბათი - 10:00 - 14:00;

ანაზღაურება - 400 ლარი.
 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:
  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
  • მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
  • მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე);
  • MS პროგრამების ცოდნა;
     

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართულად მეტყველება;
  • გუნდური მუშაობა.
     

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  • ჯგუფური გასაუბრება ;
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • სტაჟირება 2 კვირა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.06.2019 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@seu.edu.ge და “subject”-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სერვის ადმინისტრატორი“