სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Nexia Ta - მენეჯერის ასისტენტი საგადასახადო მიმართულებით

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 17 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 17 ივლისი, 2019

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ს საქართველოში.

აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო მიმართულების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ბუღალტერიის დეპარტამენტში. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

სამუშაო განაგვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00)
 

მოვალეობები:

  • საჭიროების შემთხვევაში ბუღალტრებთან კომუნიკაცია და მათგან ინფორმაციის გამოთხოვა
  • საჭიროების შემთხვევაში, კონტრაგენტი კომპანიების წამომადგენლებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით
  • დეკლარაციების შემოწმებაში მონაწილეობის მიღება მენეჯერთან ერთად
  • მენეჯერის ცალკეული, პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება/აქტიური სტუდენტი შესაბამისი განხრით
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება/პრაქტიკა საგადასახადო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი
  • აუცილებელია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მათემატიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ორგანიზატორული უნარი
  • სისწრაფე და ოპერატიულობა

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV), შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected].  წერილის სათაურში ("subject"), აუცილებლად, მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საგადასახადო მიმართულების მენეჯერის ასისტენტი ბუღალტერიის დეპარტამენტში“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

Message body empty