არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Nexia TA - პირველი დონის (A1) ასისტენტი

დეპარტამენტი ფინანსური აუდიტი
გამოცხადების თარიღი 17 ივნისი, 2019
ბოლო ვადა 17 ივლისი, 2019

კომპანია Nexia TA, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის წარმომადგენლობას საქართველოში.

კომპანიანექსია თიეი აცხადებს ვაკანსიას პირველი დონის ასისტენტის (A1) პოზიციაზე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.

 

აუცილებელი მოთხოვნები:       

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
  • ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა)
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
  • კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • აქტიური, კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე

 

კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „პირველი დონის ასისტენტი (A1)", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.