სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

City Hotels - გაყიდვების აღმასრულებელი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 10 ივლისი, 2019
ბოლო ვადა 10 აგვისტო, 2019

კომპანია "City Hotels"-ში  რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" ვეძებთ გაყიდვების დეტარტამენტის წარმომადგენელს, კერძოდ გაყიდვების აღმასრულებელს:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ( განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) ;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზებული, აქტიური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.


მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმრებელთან სატელეფნო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
  • შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია.
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
  • გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
  • გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
     

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და “subject”-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება” გაყიდვების აღმასრულებელი“.

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty