დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
12 სექტემბერი, 2019
ბოლო ვადა
12 ოქტომბერი, 2019
კომპანია Nexia Solutions აცხადებს ვაკანსიას 1C ERP კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:
- კომპანიაში 1C და სხვა ბიზნეს გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესწავლა და გაანალიზება;
- კონსულტაციების გაწევა დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
- დამკვეთის თანამშრომლების მხარდაჭერა პროგრამის ათვისებაში - პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების ჩატარება;
- დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა.
პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
- ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
- ERP გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა - ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, ბიზნეს ცენტრი „King David”
- სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 – 19:00, ორშაბათი-პარასკევი.
- ანაზღაურება - ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected].
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ: 1C ERP Solutions კონფიგურაციის სპეციალისტი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს