დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
02 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა
12 დეკემბერი, 2019
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
- განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
ენები:
- ინგლისური - საშუალო
- რუსული - საშუალო
უნარები:
- აქტიურობა
- კომუნიკაბელურობა
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
- გუნდურად მუშაობის უნარი
- დეტალებზე ფოკუსირება
- სისხარტე
- გაყიდვების უნარი
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
სამუშაოს აღწერა:
- კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
- ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
- ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
- სწრაფი გზავნილების განაღდება;
- კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
- პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
- ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
- დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
- სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
- სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;
დამატებითი ინფორმაცია;
- რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან მომზადებას, რომელიც მოიცავს 3 თვემდე პერიოდს.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4138