დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
02 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა
12 დეკემბერი, 2019
"თიბისი ბანკში" საცალო პორტფელის მართვის მიმართულებით ვეძებთ რისკების პარტნიორს.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
რას გააკეთებ:
- Agile გუნდებთან ერთად მუშაობით უზრუნველყოფ პორტფელის მოცულობის ზრდის მიზნით ბანკისთვის მისაღები რისკის პროფილის მქონე სეგმენტის იდენტიფიცირებას და მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით დაკრედიტების პარამეტრებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას;
- პასუხისმგებელი იქნები საკრედიტო რისკების კუთხით ბიზნეს ინიციატივების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე, საცალო პორტფელის დეტალური ანალიზსა და საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება/შეფასება/მონიტორინგზე;
- გექნება ხშირი კომუნიკაცია სხვადასხვა საცალო სეგმენტის მომსახურების ლიგის ტრაიბებთან საკრედიტო პორტფელის უფრო ეფექტურად მართვის მექანიზმების გამოვლენის მიზნით;
- უზრუნველყოფ პროდუქტების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულებას.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
- განათლება მათემატიკური / ფინანსური / ეკონომიკური მიმართულებით და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა
- სასურველია SQL, Python, Tableau ან Power BI-თან მუშაობის გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4128