სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბაზის ბანკი - მოლარე-ოპერატორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 03 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა 25 დეკემბერი, 2019

„ბაზის ბანკი“ ეძებს კადრს, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • საბანკო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილების გატარებები;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • უნაღდო კონვერსიები;
  • სალარე და სავალუტო გადარიცხვების მიღება, შემოწმება და შესრულება;
  • ფიზიკური პირების კლიენტების რეგისტრაცია საბანკო პროგრამაში  მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშების გახსნა;
  • დისტანციური მომსახურების რეგისტრაცია;
  • სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება და შესაბამისი განყოფილების ინფორმირება.
  • დამტკიცებული სესხის გაცემა;
  • ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
  • სხვა მოვალეობები, რომელთა შესრულებაც განისაზღვრება ბანკის შიდა ბრძანებებით,ინსტრუქციებითა და დებულებებით და/ან უფროსის დავალებით.
     

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
     

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებული;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • წინსვლაზე ორიენტირებული;
  • პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სისხარტე;
  • გაყიდვების უნარი;

სამუშაო საათები: არაუმეტეს 40 საათისა

ორ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Message body empty