დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
09 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა
09 იანვარი, 2020
კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio, Opera) ცოდნა;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
მოვალეობები:
- სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
- სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
- სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".
"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე-Cityhotels.ge
გისურვებთ წარმატებებს!