სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Gamarjoba Georgia Tours - ტურისტული გიდი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 13 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 13 თებერვალი, 2020

Gamarjoba Georgia Tours არის მაღალრეიტინგული შემომყვანი ტურისტული კომპანია,რომელიც ორიენტირებულია უმაღლეს ხარისხზე და სწორედ ამიტომ ბევრ წამყვან საიტზე წარმატებით პოზიციონირებს პირველ ადგილზე.

კომპანია დაფუძნდა ორი წლის წინ,რომელიც დაკომპლექტებულია საქმეში გამოცდილი პროფესიონალებით და ხარისხზე კონცენტრირების გამო გახდა ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტურისტული გიდის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები:

  • ასაკი: 18-30 წელი;
  • ენების ცოდნა: ქართული-მშობლიური;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა,დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
     

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • გამართული მეტყველებისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მასალის ათვისებისა და გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ჯგუფის და დროის მართვის უნარი;
  • პოზიტიურობა;
  • ენერგიულობა;


სამუშაო აღწერილობა:

  • საქართველოს მასშტაბით ტურისტების თანხლება;
  • დაგეგმილი ტურისტული მარშრუტის მიხედვით ტურის ჩატარება;
  • ტურის განმავლობაში ტურისტებისთვის ისტორიული ძეგლების, ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ტურ-მენეჯერთან შეთანხმებით;


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტურისტული გიდი".

 

შერჩეული კანდიდატები "Gamarjoba Georgia Tours" ოფისში გაივლიან უფასო,მოსამზადებელ კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ,ასევე პრაქტიკულ აქტივობებს.

მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმდებით კომპანიაში.

Message body empty