სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Maxin AI - ადმინისტრაციული ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 15 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 15 თებერვალი, 2020

"Maxin AI" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

"მაქსინ ეი აი"დაარსდა 2017 წელს და წარმოადგენს ლიდერ კომპანიას AI Consulting-ის მიმართულებით საქართველოში.

"Maxin AI" პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს კომპანიებს აშშ-დან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.


სამუშაო გრაფიკი:

  • ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.
  • 10:00-18:00 შუალედი (გრაფიკი, აპლიკანტის უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გაომდინარე, შეიძლება გახდეს ძალიან მოქნილი).
  • ღონისძიებების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს შაბათს ან კვირის დღეებში საღამოობით ღონისძიების ორგანიზაციულ ნაწილში ჩართვა.

 

სამუშაო აღწერილობა:

  • კომპანიის სხვადასხვა სახის მარაგების შევსება საჭიროებებიდან გამომდინარე
  • ოფისის შემადგენელი სხვადასხვა ელემენტების გამართულად მუშაობა
  • ოფისის კეთილმოწყობაზე ზრუნვა
  • ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება
  • სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება
  • სერვისის გამწევ ქართულ კომანიებთან ურთიერთობა


მნიშვნელოვანი თვისებები: 

  • დროის მენეჯმენტი - საჭიროა, რომ აპლიკანტს ზუსტად შეეძლოს განსაზღვროს რის გასაკეთებლად რა დრო დასჭირდება და მაქსიმალურად ჩაეტიოს მოცემუმ deadline-ში
  • სწრაფად ამთვისებელი - ჩვენი კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი რაღაცის სწრაფად ათვისება იქნება საჭირო, რომ მთლიანობაში კომანიის გამართულად მუშაობას საფრთხე არ შეექმნას
  • ადამიანებთან ურთიერთობა და ადამიანების სიყვარული - ჩვენს კომპანიაში ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანია დასაქმებული. საჭიროა, რომ აპლიკანტმა ყველასთან შეძლოს საერთო ენის გამონახვა და მეგობრული ურთიერთობის დამყარება.
  • დეტალებზე ორიენტირებული - პოზიციიდან გამომდინარე,  დასაქმებულს დასჭირდება წვრილმანი დეტალების აღქმა და მათზე რეაგირება, ამიტომ ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანია.
  • გულახდილობა - კანდიდატი არ უნდა იყოს მატყუარა და არ უნდა ეცადოს წარუმატებლობის ან პრობლემის შემთხვევაში რაიმეს დამალვას და „სუფთად“ გამოძრომას. გულახდილობა და შეცდომის აღიარება ყველაზე მეტად იქნება დაფასებული.
  • სწრაფი - კანდიდატი არ უნდა იყოს ზანტი, ნელა მოაზროვნე.
  • მაღალი სტანდარტები - მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტი ნებისმიერი სირთულის დავალებას ასრულებდეს უმაღლეს ხარისხში და არ კმაყოფილდებოდეს უბრალოდ კარგი შედეგით.
  • სტაბილური - ეს პოზიცია არაა განკუთვნილი ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ძალიან ცვალებადი ხასიათის და ბუნების პატრონები არიან. თუკი თქვენ ხშირი ცვლილებები გიყვართ ცხოვრებაში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვის არაა.


რას გთავაზობთ ჩვენ:

  • თავისუფლებას
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (მთლიანად დამოკიდებულია აპლიკანტის შესაძლებლობებზე)
  • ზრდის შესაძლებლობას
  • როგორც თანამშრომელი უფასოდ ისარგებლებთ სხვადასხვა სერვისებით
  • სამსახურს, სადაც მოსვლა გაგიხარდებათ
  • თანამშრომლის განვითარებაზე და კომფორტზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] და "Subject"-ში მიუთითეთ "ადმინისტრაციული ასისტენტი".

Message body empty