სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ლიბერთი ბანკი - მითერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 20 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 20 თებერვალი, 2020

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აჭარა, სამეგრელო, გურია, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო აქრთლი, სამცხე-ჯავახეთი.

 

ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ წარმატებულ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.

მითერის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ასევე განიხილება მაგისტრატურის სტუდენტები;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
  • მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.


ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • თითოეულ შემოსულ მომხარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
  • მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება; სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
  • მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
  • მომხმარებელთა დახმარება განახორციელოს სწრაფი გადახდის აპარატთან, ბანკომატთან ისე რომ არ შეეხოს მომხმარებლის ფულად სახსრებს;
  • შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;
  • დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • გუნდურობა;
  • მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “მითერი” წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

Message body empty